ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრო. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი – 117 ხმით, 2 -ის წინააღმდეგ, ხოლო „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი 114 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღეს. ორივე საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

წყარო: “აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები