ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას საახალწლო ხუმრობას უწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რეგიონის მმართველის პოსტზე ლევან დიასამიძე ჩაანაცვლებს საახალწლო ხუმრობას უწოდებს. ზურაბ პატარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ ლევან დიასამიძეს იცნობს.

ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტზე  2016 წლიდან მუშაობს. მან არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლლა. მანამდე კი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 12 ხმით 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცეს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები