ზურაბ პატარაძემ საკუთარი არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა

„მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს, რა თქმა უნდა, ჩვენს ძლიერ თვითმმართველობას და ჩვენს ძლიერ ქვეყანას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისათვის!“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს საკუთარი არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. როგორც ზურაბ პატარაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი რეგიონში ძლიერ თვითმმართველობას და კეთილდღეობას დაუჭირა.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები