ზურაბ პატარაძემ სოფელ ბოძაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

ხულოს მუნიციპალლიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ ბოძაურის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავობა ავრცლებს.

თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ლაპოტი“ ახორციელებს.

მშენებლობაზე 8 კაცია დასაქმებული.

50 ბავშვზე გათვლილი ბოძაურის ახალი საბავშვო ბაღის სახელშეკრულებო ღირებულება 283 555 ათასი ლარია.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები