ზურაბ პატარაძემ თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა ხანძრის ქრობის სამუშაოებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მტავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების ” მერობის კანდიდატმა ბათუმში ლაშა კომახიძემ.

“მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების, სპეციალური დანიშნულების ძალების, პილოტების თუ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მონწილეობდნენ შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის ურთულეს სამუშაოებში. დღეს საქართველო დატოვა თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟმა, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ დახმარებისა და თანადგომისთვის” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ქართული მხარის თხოვნით თურქული ხანძარმქრობი ვეტმფრენი 5 სექტემბრიდან ჩაერთო. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ქართულ ვეტმფრენთან ერთად თურქული ვერტმფრენი 4 დღის მანძილზე მონაწილეობდა. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პილოტებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები