ზურაბ ზოიძის ხსოვნის საღამო

შუახევის ბიბლიოთეკის დარბაზში ზურაბ ზოიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე ზურაბ ზოიძის მოღვაწეობასა და მის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს,წაიკითხეს პოეტის ლექსები.მოეწყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა და ვიდეო სლაიდის ჩვენება. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე,სხვა ხელმძღვანელი პირები, პოეტის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო ბიბლიოთეკები, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის, დაბა შუახევის და ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ზურაბ ზოიძე დაიბადა 1959 წლის 25 თებერვალს, შუახევის რაიონის, სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა მახუნცეთის საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალდაბის რვაწლიანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად, შუახევის რაიონულ გაზეთ ,,დროშის“ კორესპონდენტად, რედაქტორის მოადგილედ, საქართველოს კომპარტიის შუახევის რაიკომის ინსტრუქტორად, გაზეთ ,,ცისკრის“ რედაქტორად, გაზეთ ,,გორდას“ მთავარ რედაქტორად, შუახევის რაიონის გამგებლის მოადგილედ, გაზეთ ,,მთიანეთის“ რედაქტორის მოადგილედ. 2013 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის საკითხებში. ზურაბ ზოიძე იყო 21 წიგნის ავტორი. მინიჭებული ჰქონდა თედო სახოკიას და ჰაიდარ აბაშიძის ლაურიატის წოდება,იყო საქარათველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები