ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები აქციას ბათუმში ამ წუთებში მართავენ. მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ გამსახურდიას შვილებს და მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

 “გამოძიების ხანგრძლივობის ვადა არა თუ უნდა გაგრძელდეს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს. ასევე ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში ღებულობდა მონაწილეობას,”- განაცხადა აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ბლოკიდან “მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო” ნუგზა ჩხაიძემ.

გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

სხვა ვიდეოები